KA
Tsundi lake

წუნდის ტბა

სამცხე-ჯავახეთში მოგზაურობიდან უკან ისე არ უნდა დაბრუნდე, წუნდის მეწყრული წარმოშობის ტბა რომ არ ნახო. ზღვის დონიდან 1539 მეტრ სიმაღლეზე მდებარე ამ ტბას 1.8 კვ.კმ ფართობი უკავია. მისი მაქსიმალური სიღრმე კი 10,8 მეტრს აღწევს.
რეგიონი
სამცხე-ჯავახეთი
ქალაქი
ახალქალაქი

თმოგვის ციხიდან არცთუ ისე შორს მდებარე ტბის გარშემო ულამაზესი ხედები იშლება. თოვლით, წვიმითა და მიწისქვეშა წყლებით ნასაზრდოები ტბა მტკნარი და გაუდინარია. მისი ქვაბული მდინარე მტკვრის ხეობაში, ახალქალაქის ლავური პლატოს დასავლეთ პერიფერიის დამეწყვრის შედეგად წარმოიქმნა. 

წუნდის ტბასთან დაკავშირებით არსებობს ლეგენდა, რომ თამარ მეფე თმას ამ ტბის ანარეკლში ისწორებდა და ამიტომაც ტბას „თამარის სარკესაც“ უწოდებდნენ. 

თევზაობის მოყვარულები ტბაში კარასისა და საზანის დაჭერასაც შეძლებენ, სხვებს კი ამ მომაჯადოებელი ბუნებით ტკბობა დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით აავსებს.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა