ერთ-ერთი ასეთი ძეგლი - ხევის სიონი - ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, ისტორიული ხევის სოფელ სიონში მდებარეობს. ის ადრეულ შუა საუკუნეებში სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის თავდაცვითი ნაგებობა იყო და დარიალის ხეობისკენ მიმავალ გზას კეტავდა.
ხევის სიონი IX-X საუკუნეების ძეგლია. კომპლექსი მოიცავს სამნავიან ბაზილიკას, კოშკსა და გალავანს. ეკლესიის დასავლეთ კედელზე კი მოხატულობის კვალია შემორჩენილი.
ეკლესიის მახლობლად, ციცაბო კლდის პირას აღმართულია ოთხსართულიანი სადარაჯო კოშკი. ეკლესიას კი უსწორმასწორო მოხაზულობის, კარგად დაწყობილი თლილი ქვის გალავანი აქვს შემოვლებული.
სიონის ეკლესიის ეზოდან ყაზბეგის მთებზე ულამაზესი ხედები იშლება.
ისტორიული ძეგლების, უნიკალური ლანდშაფტისა და იშვიათი მცენარეების გამო, ხევის თითქმის მთელ ტერიტორიას ეროვნული პარკის სტატუსი აქვს მინიჭებული.