მარშრუტზე რელიეფი რთულია, გარკვეული მონაკვეთის გავლა გრუნტის გზაზე გიწევს. თბილისიდან საგარეჯოში გაემგზავრები, აქედან გზა მარჯვნივ უხვევს სოფელ უდაბნოს მიმართულებით და აქედან უკვე სამონასტრო კომპლექსისკენ მიდის. გაივლი მრავალწყაროს ფერად მთებსა და მრავალწყაროს ტბას.
დავითგარეჯის კომპლექსის ძეგლები სამშენებლო ხელოვნებისა და ფერწერის მაღალმხატვრული ღირებულებით გამოირჩევა. ღირსშესანიშნაობების დათვალიერების შემდეგ შეგიძლიათ ღამის გათევა უდაბნოს აგარაკებში, ან თბილისში დაბრუნება. კიდევ ერთი შესანიშნავი ვარიანტი: მოინახულოთ ადგილობრივი ღვინის მარნები საგარეჯოში, ხაშმში ან მანავში და დარჩეთ გარე კახეთის ღვინის რეგიონის ერთ-ერთ მყუდრო სასტუმროში.
ამ მარშრუტზე მოგზაურობისთვის საჭიროა შესაბამისად მომზადებული მაღალი გამავლობის ავტომობილი.
სეზონი - მთელი წლის განმავლობაში.
რელიეფიდან გამომდინარე, რეკომენდებულია A/T ან M/T საბურავი.
თან უნდა იქონიო GPS ნავიგატორი.
საგანგებო სიტუაციის შემთხვევაში ნებისმიერი ადგილიდან შეგიძლია საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრს დაუკავშირდე, ნომერზე 112.