KA
Arkhoti Valley

არხოტის ხეობა

ხევსურეთისა და მისი ცამდე აზიდული მთების სილამაზე ბოლომდე რომ შეიგრძნო, არხოტის ხეობას უნდა ესტუმრო.
რეგიონი
მცხეთა-მთიანეთი
ქალაქი
დუშეთი

არხოტის ხეობის მდებარეობა

არხოტის ხეობას მდინარე არხოტისწყალი (ასა) ქმნის. ეს მდინარე ხევსურეთში იღებს სათავეს და ჩრდილოეთ კავკასიაში გაედინება. არხოტის ხეობაში სამი სოფელია: ჭიმღა, ახიელი და ამღა. ეს ისტორიული სოფლები ვიწრო ხეობაში მოქცეული და განსაკუთრებული სილამაზით არის გარემოცული. სოფლებს გამოარჩევს ავთენტიკური არქიტექტურაც.

არხოტის გზა

არხოტამდე საკმაოდ რთული გზაა და ამის მიზეზი მისი გეოგრაფიული მდებარეობაა - აქ უღელტეხილებია, რომლებსაც მაღალი გამავლობის მანქანით, ცხენით ან ფეხით გადაივლი.  

ხეობაში მოხვედრა შეიძლება ხევსურეთის სოფელ როშკიდან -  აქედან გადმომავალი უღელტეხილის სიმაღლე თითქმის 3 000 მ-ია, საიდანაც კარგად მოჩანს ინგუშეთიც. აქ გრუნტის საავტომობილო გზა გაივლის და არხოტის ხეობის დასათვალიერებლად ჯიპტურებიც ეწყობა. მეორე მარშრუტი კი ყაზბეგის სოფელ ჯუთიდან იწყება და 3287 მეტრის სიმაღლის უღელტეხილს გაივლის. ამ გზის 13 კილომეტრიანი მონაკვეთი საფეხმავლოა და საოცარი ლანდშაფტით გამოირჩევა.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა