აწყურის ციხე ახალციხის მუნიციპალიტეტში, სოფელ აწყურთან მდებარეობს და მტკვრის მარჯვენა სანაპიროს დაჰყურებს.
კლდის რთული რელიეფი მაქსიმალურადაა ათვისებული, ამის გამო ნაგებობის სტრუქტურაც არასტანდარტულია.
აწყურის ციხე ბევრჯერ დაინგრა, როგორც მიწისძვრების, ისე ომების გამო, მაგრამ ის ბევრჯერ აღადგინეს, რადგან მნიშვნელოვანი სტრატეგიული ობიექტი იყო. სწორედ ამის გამო, დღეს ციხის კედლებზე რამდენიმე სამშენებლო ფენაა შემორჩენილი.
დღემდე შემორჩენილია მდინარე მტკვართან გამავალი ვიწრო გვირაბიც, რომელიც ისეა მოწყობილი, რომ მტერს გვირაბში შეჭრის შემდეგაც ვერ მოეხერხებინა ადვილად ციხის აღება.