KA
Ajara Art Museum

აჭარის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი

ბათუმის ცენტრში სეირნობისას შეუძლებელია არ შეამჩნიო გამოკვეთილი არქიტექტურის ისტორიული შენობა, რომლის ფასადსაც უნიკალური რელიეფური ფრიზი ამშვენებს. ეს აჭარის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის სახლია - შენობა, რომელიც 1949 წელს ქართველი არქიტექტორის კახა ჯავახიშვილის პროექტის მიხედვით აიგო და უნიკალური რელიეფური ფრიზით 1951-1952 წლებში გამოჩენილმა მოქანდაკემ თამარ აბაკელიამ დაამშვენა. ხელოვნების მუზეუმმა აქ ბინა 1998 წელს დაიდო.
რეგიონი
აჭარა
ქალაქი
ბათუმი

რას ნახავ აჭარის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში?

მუზეუმის მუდმივმოქმედი ექსპოზიცია იტალიელი მოქანდაკის ემილიო სანტანელის სკულპტურული კომპოზიციით იწყება - მითოლოგიურ სიუჟეტზე აგებული „ნიმფა და პატარა ფამუსი“ XIX საუკუნის 50-იანი წლებით თარიღდება. წლების წინათ ეს კომპოზიცია ბათუმის ბულვარს ამშვენებდა. 

მთლიანობაში აჭარის ხელოვნების მუზეუმში 400-მდე ექსპონატია დაცული: ცნობილ ქართველ და უცხოელ მხატვართა ფერწერული ტილოები, გრაფიკული ნამუშევრები, კერამიკის, ხის, მინის, ჭედურობის, გობელენის ნიმუშები და სკულპტურა. 

სხვადასხვა დროს მუზეუმმა უმასპინძლა პაბლო პიკასოს, რინკე ენჰარდტის გამოფენებს, მოაწყო თანამედროვე ფრანგული გრავიურის გამოფენა და სხვა.  

მუზეუმთან ფუნქციონირებს ბავშვთა საკვირაო არტსტუდია და ბიბლიოთეკა. ბავშვებისთვის აქ საინტერესო საგანმანათლებლო პროგრამები ხორციელდება, მათ შორის, დროდადრო სხვადასხვა ავტორის რომელიმე კოსტიუმი ცოცხლდება.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა