რელიეფის ერთ-ერთი ასეთი წარმონაქმნი დუშეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბოდორნასთან მდებარეობს და ადგილობრივები მას „წოწოლა კლდეს“ უწოდებენ. ტყით შემოსილ ფერდობზე მდგარი კლდის სიმაღლე 15 მეტრია, ქვედა ნაწილის დიამეტრი - 4 მეტრი, ზემოთ კი თანდათან მცირდება.
სვეტის ქვედა ნაწილში ორთვლიანი, ანუ ოროთახიანი გამოქვაბულია, რომლის კედლებშიც სათავსია დატანებული.
ბუნების ძეგლთან ყველაზე ახლომდებარე დასახლებული პუნქტი სოფელი ბოდორნაა. ის თბილისიდან 46 კმ-ით არის დაშორებული.
ვარაუდობენ, რომ წარმართულ ხანაში ბოდორნის სვეტი ნაყოფიერების სიმბოლოდ მიაჩნდათ, ხოლო ქრისტიანულ პერიოდში (V-VI საუკუნეებში) შესაძლოა, მესვეტის საცხოვრებლად გამოეყენებინათ.
ბუნების ძეგლის მიმდებარე ფერდობებზე მრავლად შეგხვდება ადამიანის მიერ ხელით ნაკვეთი გამოქვაბულები, რომლებსაც ჩვენს ისტორიულ წარსულში საკულტო ან თავშესაფრის დანიშნულება ჰქონდა.
სვეტიდან 150-200 მეტრში XII საუკუნის ბოდორნის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიაა.
ამდენად, კაცხის სვეტის მსგავსად, ბოდორნის სვეტი როგორც ისტორიული, ისე ბუნებრივი ძეგლიცაა.