KA
Buba Glacier

ბუბის მყინვარი

რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარე გამორჩეულია მთელ საქართველოში, რადგან აქაური ბუნება ნებისმიერი გემოვნებისა და დასვენების მოყვარულ ადამიანს ერთნაირად ხიბლავს. ამ ადგილებში მოგზაურობა თითქოს ყოველდღიურ პრობლემებს გავიწყებს, რადგან შენ წინ მხოლოდ საუცხოო ხედები იშლება.
რეგიონი
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი
ქალაქი
ონი

სწორედ აქ, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში, ონის მუნიციპალიტეტში, რაჭის კავკასიონის მთავარ წყალგამყოფ ქედზე, მწვერვალ ბუბის სამხრეთ კალთაზე ბუბის მყინვარი მდებარეობს და ის რთული ტიპის მყინვარებს მიეკუთვნება.

2,7 კმ სიგრძისა და 1,5 კმ² ფართობის მქონე ბუბის მყინვარი, რომლის თოვლის ხაზის სიმაღლე 3350 მეტრია, წყლით ამარაგებს მდინარე ჭანჭახის მარჯვენა შენაკადსა და მდინარე ბუბისწყალს. მყინვარის ენის ბოლო ზღვის დონიდან 2765 მეტრ სიმაღლეზეა. ერთიანი, განიერი ენა კი ზღვის დონიდან 3020 მეტრზე ეშვება. 

1990-იან წლებამდე ვახუშტი ბაგრატიონის გეოგრაფიის ინსტიტუტი მყინვარზე მრავალწლიან სტაციონარულ კვლევებს ახორციელებდა. კვლევები მიზნად ისახავდა მყინვარის გლაციო-გეომორფოლოგიური და გლაციო-ჰიდრო-კლიმატური მიმართულებით შესწავლას. 

ამჟამად კი ბუბის მყინვარს რეგიონის ერთ-ერთი საუკეთესო სალაშქრო მარშრუტი უკავშირდება რომელიც კურორტ შოვიდან იწყება.

ბილიკი საშუალო სირთულისაა და მყინვარამდე მისასვლელად 6,5 კილომეტრია დასაფარი. ბილიკის ორივე მიმართულებით გასავლელად საჭირო ჯამური დრო კი დაახლოებით 7 საათს შეადგენს.

 

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა