KA
Datvi Lake – A Natural Monument in Okatse Canyon

დათვის ტბა - ბუნების ძეგლი ოკაცეს კანიონში

თუ სათავგადასავლო ტურები გხიბლავს, დათვის ტბას აუცილებლად უნდა ესტუმრო, რადგან აქაური ველური ბუნება და კანიონების გამაოგნებელი სილამაზე შენს დაუვიწყარ თავგადასავლად იქცევა.
რეგიონი
იმერეთი
ქალაქი
ხონი

როგორ მოვხვდეთ დათვის ტბასთან?

ქუთაისიდან 24კმ-ში,ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ გორდში დათვის ტბას შეხვდები, რომელიც ერთ-ერთია ოკაცეს კანიონის ტბებიდან და მაღალი კლდეებით გარშემორტყმული ვიწრო ხეობის სიღრმეშია მოქცეული.  

ტბამდე მისასვლელად ხავსით დაფარული კლდოვანი გზა უნდა გაიარო და დათვის ბუნაგის ფორმის შესასვლელიდან ტერასაზე გახვიდე. აქედან ტბამდე ციცაბო ბილიკს უნდა გაუყვე, ამიტომ უმჯობესია, თუ შესაბამისად მოემზადები - სათანადო აღჭურვილობას წაიღებ და გზას გამოცდილ გამყოლთან ერთად დაფარავ.

რით არის გამორჩეული დათვის ტბა?

ხასხასა მწვანე ფერად მოლივლივე დათვის ტბა, ხავსმოდებული ლოდები, ლურჯი ცა და ირგვლივ ათასწლოვანი ხეებით სავსე ტყე - ეს ენით აუწერელი ჯადოსნური სანახაობაა, რომელიც მაღალი კლდეების ძირში მისულს ნამდვილად გაგაოცებს.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა