მუზეუმის არქეოლოგიურ დარბაზში გამოფენილია დედოფლისწყაროს ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი თიხისა და ბრინჯაოს საგნები (ძვ.წ. VI საუკუნიდან XVIII საუკუნემდე), ვერცხლისა და ოქროს სასანური მონეტები (VI ს.), ასევე ქართული მონეტები;
ეთნოგრაფიულ დარბაზში კი ნახავ ესთეტიკურად გამორჩეულ, ხელით ნაქსოვ ფარდაგებს, ხურჯინებს, ფიანდაზებს; ოქრომკედით ნაქარგ ყაჯარს - ცხენის საზურგეზე დასაფარებელს; საყოფაცხოვრებო ნივთებს და XX საუკუნის ქართველ მხატვართა ფერწერულ ნამუშევრებს.
ბერლინისა და ჰალეს არქეოლოგიური ინსტიტუტები მუზეუმის პარტნიორი ორგანიზაციები არიან.
მუზეუმი ცხრა ძმის ქუჩის 10 ნომერში მდებარეობს.