ტური სოფელ ჯუთიდან იწყება და ე.წ. მთავარი ბანაკისკენ მიუყვება გზას, რომელიც ჯუთის ტბის სიახლოვესაა, ბანაკთან მარცხნივ უხვევს და ჭიუხის უღელტეხილისაკენ მიემართება.
უღელტეხილიდან ბილიკი მკვეთრად იწყებს დაშვებას და აბუდელაურის ტბებთან მიდის.
მარშრუტის გავლა შესაძლებელია როგორც ერთ, ისე ორ დღეში.
გზის სიგრძე 15 კმ-ია. ტურის სანახაობრივად დატვირთულია ულამაზესი ტბებითა და ხედებით. გამორჩეულია აბუდელაურის ფერადი ტბები. ეს არის სამი ულამაზესი ტბა - მწვანე, ლურჯი და თეთრი. ტბები მაისის შუა რიცხვებამდე თოვლით არის დაფარული, ხოლო აგვისტოში წყალი მათში საგრძნობლად იკლებს. დიდებულია ჭიუხის მასივი და უღელტეხილიც, ის ერთ-ერთი ულამაზესი ლოკალური მთათა მასივია საქართველოსა და მთელ კავკასიონზე. განსაკუთრებული სილამაზით გამოირჩევა სოფელი ჯუთა, რომელიც ხევის კავკასიონის მთავარი ქედის სამხრეთ კალთაზე, მდინარე სნოსწყლის ხეობაში, ზღვის დონიდან 2000 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს.
დარწმუნებული უნდა იყო, რომ თან გაქვს ყველა საჭირო აღჭურვილობა: სამუხლე, ჩაფხუტი, ხელთათმანი, საიდაყვე, კამერა, აფთიაქი, წყალი და სათადარიგო ნაწილები.
ჯუთა-ჭაუხი-აბუდელაურის ველოტურის მოსაწყობად საუკეთესო პერიოდია ივლისის მეორე ნახევრიდან ოქტომბრის დასაწყისამდე (პირველ თოვლამდე).