KA

სოფელი ზედა ვედი-ლაკუმურას ტბა

თუ ლაშქრობა გიყვარს, საქართველოს უამრავ სალაშქრო მარშრუტს შორის ერთ-ერთი, რომელიც აუცილებლად უნდა გაიარო, სოფელი ზედა ვედი-ლაკუმურას ტბაა (ლაკუმურაშ ტობა). ეს ერთ-ერთი ყველაზე რთული საფეხმავლო მარშრუტია და დამწყები მოლაშქრეებისთვის არაა.
რეგიონი
სამეგრელო-ზემო სვანეთი
ქალაქი
მესტია

გზა ლაკუმურას ტბამდე

სოფელი ზედა ვედი მესტიიდან 88 კმ-ში, ეგრისის ქედზე, ზღვის დონიდან 1360 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს. ლაკუმურას ტბა კი ამავე ქედზე, ზღვის დონიდან 2550 მეტრ სიმაღლეზეა.  

ტბამდე მისვლა ორი გზით შეგიძლია: სამეგრელოდან, ტობავარჩხილის ტბიდან ან ხაიშიდან, საიდანაც მაღალი გამავლობის მანქანით სოფელ ზედა ვედამდე ახვალ. ჯერ სოფელ ქვედა ვედს გაივლი, შემდეგ მარჯვნივ შეუხვევ ხიდზე და ტბისკენ მიმავალ ბილიკს დაადგები. 

საფეხმავლო ბილიკი ზღვის დონიდან 1150 მეტრზე იწყება და 2550 მეტრამდე ადის. ბილიკის სიგრძე 8 კილომეტრია და ის ლაკუმურას ტბასთან მიდის.  

მარშრუტის სირთულეები

მთავარი სირთულე თითქმის გაუვალი მაღალი ბალახებია, რომლებიც ეკალბარდებითაა სავსე. მოგიწევს რთული აღმართების ავლა - 10 კმ-იან გზაზე, ჯამში, 1530 მეტრი აღმართია. მზად უნდა იყო მდინარის პირას და ქვიან რელიეფზე სიარულისთვისაც, ყველაზე რთული მონაკვეთი ტბის ძირში დაგხვდება, სადაც დახრილ კლდოვან ფერდობზე ასაცოცებლად თოკები დაგჭირდება. ბილიკის ბოლოს კი მთების პეშვში მოქცეული ლაკუმურას ტბა დაგხვდება. 

აქ კარავსაც გაშლი. თან იქონიე თბილი ტანსაცმელი, საკვები და წყალი.

გაითვალისწინე: გამოცდილი გიდი თანამგზავრის გარეშე ტბაზე წასვლა რეკომენდებული არ არის.

Powered by Wikiloc
ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა