KA

ზიპლაინი მარტვილის კანიონში

მარტვილის კანიონი მდებარეობს მარტვილის მუნიციპალიტეტში, სოფელ გაჭედილში, ზღვის დონიდან 210 მეტრზე, მდინარე აბაშის ხეობაში. კანიონის სიგრძე 2400 მეტრია, აქ გვხვდება საფეხმავლო ბილიკები ეგზოტიკურ ბუნებაში, ჩანჩქერები, მდინარეები, ტბები და კლდეები. შეგიძლია ნავით გაისეირნო მდინარე აბაშაზე, 300-მეტრიან მონაკვეთზე და ასევე სხვადასხვა გასართობი და ექსტრემალური თავგადასავალი გამოცადო.
რეგიონი
სამეგრელო-ზემო სვანეთი
ქალაქი
მარტვილი

მარშრუტი

მარტვილის  ზიპლაინი 2 ხაზისგან შედგება. ზიპლაინი ეშვება ტყის მასივში, კანიონებს შორის. 

დაშვებას სჭირდება 30-35 წამი.

სეზონი

მარტვილის  ზიპლაინით სარგებლობა შესაძლებელია ზაფხულის პერიოდში.

უსაფრთხოება

მარტვილის კანიონის  ზიპლაინი მოწყობილია თანამედროვე სტანდარტების აღჭურვილობითა და უსაფრთხო სისტემებით. ადგილზე გამოცდილი ინსტრუქტორები მუშაობენ.

რა არის საჭირო ზიპლაინით დასაშვებად?

არ უნდა გქონდეს სიმაღლის შიში, რათა დაშვებისას მაქსიმალური სიამოვნება მიიღო. სხეულის წონა უნდა იყოს მინიმუმ 30 კგ და მაქსიმუმ 130 კგ.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა