KA
Tetra Cave – Natural Monument in Imereti

თეთრა მღვიმე - ბუნების ძეგლი იმერეთში

თეთრა მღვიმე განსაკუთრებულია. ამ ჭარბტენიან ადგილას მუდმივი ტემპერატურა 13-14 გრადუსია, რაც საუკეთესო პირობაა ღვინის დასაძველებლად. მღვიმეში მოწყობილია სივრცეები, სადაც ღვინო ძველდება და მისი დეგუსტაციაც კი შეიძლება.
რეგიონი
იმერეთი
ქალაქი
წყალტუბო

საბჭოთა კავშირის დროს ამ ადგილს კოსმონავტების მოსამზადებელ ცენტრად იყენებდნენ. 

სამკურნალო პოტენციალისა და სპეციფიკური კლიმატის გამო, თეთრა მღვიმე გასული საუკუნის 70-90-იან წლებში ბრონქული ასთმით, გულ-სისხლძარღვთა სისტემითა და ჰიპერტონიით დაავადებული პაციენტების სპელეოთერაპიისთვისაც გამოიყენებოდა.  

ამ უნიკალურ ადგილზე, რომელიც 30 000 წლის ისტორიას ინახავს, 15 000-მდე არქეოლოგიური მასალაა მოძიებული, მათ შორის პალეოლითის დროინდელი. აქ ასევე ნაპოვნია სპილენძის ისრის პირი, რაც ამ ტერიტორიაზე სპილენძის დამუშავების ტექნოლოგიის არსებობაზე მეტყველებს.

წყალტუბოდან 1,5 კმ-ში, ზღვის დონიდან 80 მეტრ სიმაღლეზე მდებარე ბუნების ეს ძეგლი ტურისტებისთვის 2021 წელს გაიხსნა. თეთრას კარსტული მღვიმე ულამაზესი სტალაქტიტების, სტალაგმიტების, სტალაგნატებისა და ჰელიქტიტების ფორმებითა და რაოდენობითაცაა ცნობილი. 

თეთრა საქართველოში პირველი მღვიმეა, რომელიც შშმ პირებისთვის ადაპტირებული გახდა. ის საერთაშორისო სტანდარტების სახანძრო და ავარიული უსაფრთხოების სისტემებითაცაა აღჭურვილი. მღვიმეში ასევე დამონტაჟებულია თანამედროვე  გარე და შიდა განათების სისტემა. 

 

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა