KA

კაიაკინგი აბაშისწყალზე

მდინარე აბაშისწყალზე კაიაკინგის მარშრუტი ერთი სექციისგან შედგება. 
რეგიონი
სამეგრელო-ზემო სვანეთი
ქალაქი
მარტვილი

მდინარის სირთულე

აბაშისწყლის სექციის სირთულის კატეგორიაა 1-2 (მარტივი);

ადგილმდებარეობა

სოფელი მეორე ბალდა, საიდანაც მარშრუტი იწყება, მდებარეობს სამეგრელოში, მარტვილის მუნიციპალიტეტში, ზღვის დონიდან 300 მეტრზე. მეორე ბალდა ცნობილია ბუნების ძეგლით - ბალდის კანიონით. მისი სიგრძეა 1400 მ, სიგანე - 5-10 მ, სიღრმე - 25-30 მ.

მდინარე

მდინარე აბაშისწყალი სათავეს იღებს 1600 მეტრის სიმაღლეზე, მდინარეების - ტობისა და რაჩხისწყლის შესართავთან და მდინარე ტეხურს უერთდება. აბაშისწყლის სიგრძე 69 კმ-ია, საზრდოობს თოვლის, წვიმისა და გრუნტის წყლებით. 

მარშრუტი

მარშრუტი სოფელ მეორე ბალდასთან იწყება, ზღვის დონიდან 290 მ-ზე. სექცია მთლიანად გაივლის ბალდის კანიონს; სექციის სიგრძე 2.5 კმ-ია, ვერტიკალური ვარდნის სიმაღლე - 40 მ; სირთულის კატეგორია - 1-2 (მარტივი);

მარშრუტის სეზონურობა

მდინარე აბაშისწყალზე კაიაკინგი მთელი წლის განმავლობაშია შესაძლებელი. რეკომენდებული პერიოდია მაის-ივნისი.

როგორ მივიდეთ სასტარტო ადგილას

სოფელ მეორე ბალდამდე ქალაქ მარტვილიდან 10 კმ-ია. სასტარტო ადგილას მაღალი გამავლობის ავტომობილით მიხვალ.

უსაფრთხოება 

კაიაკით დასაშვებად აუცილებელია გამოცდილება. 

რეკომენდებულია, მდინარე ადგილობრივ კაიაკერთან ერთად გაიარო ან მისგან მიიღო საჭირო ინფორმაცია. ტურის დასაჯავშნად წინასწარ დაუკავშირდი კომპანიას. 

კაიაკინგში  მონაწილეობისთვის მინიმალური ასაკია 18 წელი.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა