KA

კაიაკინგი კინტრიშზე

მდინარე კინტრიშზე კაიაკინგის მარშრუტი 2 სექციისგან შედგება.

მდინარის სირთულე

კინტრიშის სექციების სირთულის კატეგორიაა 2-4+.

ადგილმდებარეობა

სოფელი კობალაური, საიდანაც მარშრუტი იწყება, ქობულეთის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. მარშრუტი კინტრიშის სახელმწიფო ნაკრძალს გაივლის. 

მდინარე

მდინარე კინტრიში სათავეს იღებს მესხეთის ქედის ჩრდილო-დასავლეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 2599 მ-ზე. მდინარის სიგრძეა 45 კმ, ჩაედინება შავ ზღვაში.

მარშრუტი

პირველი სექცია იწყება სოფელ კობალაურიდან 6 კმ-ის დაშორებით, ზღვის დონიდან 314 მ-ზე და სრულდება სოფელ კობალაურში, ზღვის დონიდან  236 მ-ზე;
პირველი სექციის სიგრძეა 6 კმ, ვერტიკალური ვარდნის სიმაღლე - 78 მ, სირთულის კატეგორია 4-4+ (რთული, მაღალი და არარეგულარული ტალღები, კლდეები და მორევები, გამჭვირვალე, მაგრამ ვიწრო გადასასვლელები);

მეორე სექცია იწყება კინტრიშის ჰიდროელექტროსადგურთან, ზღვის დონიდან 246 მ-ზე და სრულდება სოფელ კოხში, ზღვის დონიდან 86 მ-ზე.

მეორე სექციის სიგრძეა 8 კმ, ვერტიკალური ვარდნის სიმაღლე - 160 მ, სირთულის კატეგორია 2-3+ (საშუალო სირთულის, მრავალრიცხოვანი რეგულარული ტალღები, ღია და ნათელი გადასასვლელები, საშუალო სიჩქარის წყალი). 

მარშრუტის სეზონურობა

მდინარე კინტრიშზე კაიაკინგი შესაძლებელია:
პირველი სექცია - აპრილის ბოლოდან ივნისის დასაწყისის ჩათვლით, ოქტომბრიდან ნოემბრის დასაწყისის ჩათვლით;

მეორე სექცია - აპრილი, მაისი, ივნისი და სექტემბრის ბოლოდან ნოემბრის დასაწყისის ჩათვლით.

როგორ მივიდეთ სასტარტო ადგილას

სოფელ კობალაურამდე ქობულეთიდან 22 კმ-ია. სოფლიდან სასტარტო ადგილამდე მისვლა შესაძლებელია მაღალი გამავლობის ავტომობილით.

უსაფრთხოება 

კაიაკით დასაშვებად აუცილებელია გამოცდილება. 

რეკომენდებულია, მდინარე ადგილობრივ კაიაკერთან ერთად გაიარო ან მისგან მიიღო საჭირო ინფორმაცია. ტურის დასაჯავშნად წინასწარ დაუკავშირდი კომპანიას. 

კაიაკინგში მონაწილეობისთვის მინიმალური ასაკია 18 წელი. 

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა