თხოპრას კანიონი სამეგრელოს რეგიონში, მარტვილის მუნიციპალიტეტში, სოფელ წაჩხურში მდებარეობს.
მარშრუტი სოფელ წაჩხურში იწყება, ზღვის დონიდან 730 მეტრზე;
კანიონის სიგრძეა 650 მეტრი, სიმაღლის სხვაობა კი - 100 მეტრი;
ამ მონაკვეთში 9 კასკადოვანი ჩანჩქერია, ყველაზე მაღალი 55 მეტრია. კანიონში ჩანჩქერებს შორის ფეხით გასავლელი მანძილი 5-10 მეტრია. მარშრუტზე ეშვებიან ალპინისტური თოკებით.
თხოპრას კანიონზე, სხვა კანიონებისგან განსხვავებით, წყლის ნაკადი ნაკლებია და შესაძლებელია, კანიონინგი წვიმიან ამინდშიც უსაფრთხოდ შესრულდეს.
კანიონი შედგება კირქვული ქანებისგან, აქედან გამომდინარე მარშრუტზე შესაძლებელია შეგხვდეთ ე.წ. „ფოსილები“ - განამარხული ცხოველები და მცენარეები, რაც კიდევ უფრო შთამბეჭდავს ხდის მარშრუტს, განსაკუთრებით გეოლოგიით დაინტერესებული ვიზიტორებისთვის.
მარშრუტის სრულად გასავლელად საჭიროა 3-4 საათი.
ზაფხულის პერიოდი, როცა ადგილზე ჰაერის საშუალო ტემპერატურა +30,+35 გრადუსია.
მარტვილის ცენტრიდან წაჩხურამდე 30 კილომეტრი სამანქანო გზაა. სამანქანო გზის ბოლოს იწყება საფეხმავლო ბილიკი - დაახლოებით 2,5 კმ; გზად წაჩხურის მამათა მონასტერია. კარგ ამინდში ბილიკიდან სამეგრელოს ულამაზესი ხედები იშლება და შეიძლება, შავი ზღვის სანაპირო ზოლიც დაინახო.
ინსტრუქტორები აგიხსნიან დაშვების ტექნიკას; ეშვები წინასწარ შესწავლილი მარშრუტით. დაშვების სისწრაფეს თავად აკონტროლებ ინსტრუქტორის მიერ ახსნილი მეთოდით.
ჩაიცვი დახურული, სპორტული ფეხსაცმელი. ჰიდროკოსტიუმს, ჩაფხუტსა და მეკლდეურის ქამარს ადგილზე მიიღებ.
ტურის ორგანიზატორებს წინასწარ დაუკავშირდი და ტური დაჯავშნე. ანგარიშსწორება ხდება ადგილზე, ნაღდი ფულით.