KA
Kinchkha waterfall

კინჩხის (ოკაცეს) ჩანჩქერი - ხონის ბუნებრივი ძეგლი

გსმენია კინჩხის ჩანჩქერის შესახებ? მას ოკაცეს ჩანჩქერსაც უწოდებენ. თუ არ გსმენია, იცოდე, რომ ეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი ჩანჩქერია საქართველოში.
რეგიონი
იმერეთი
ქალაქი
ხონი

ზაფხულში მის ირგვლივ სამყაროს ყველა ფერი იყრის თავს. ნაცრისფერ კლდეებს შორის ჩამომდინარე წყლის ქათქათა ნაკადი ზურმუხტისფერ ბუნებრივ აუზს ქმნის. კლდეების უკან და მის გარშემო კი ამწვანებული ხეები შრიალებს. 

თუმცა სიტყვები საკმარისი არ არის ამ სანახაობის აღსაწერად, ყველაფერი თავად, საკუთარი თვალით უნდა ნახო.

კინჩხის ჩანჩქერი ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ კინჩხაში, ზღვის დონიდან 843 მეტრზე მდებარეობს. ის საქართველოს დაცული ტერიტორიების გამორჩეული ბუნების ძეგლია.

რეგიონის სხვა ღირსშესანიშნავ ადგილებთან ერთად, კინჩხა სათავგადასავლო წრეს კრავს. ჩანჩქერს დასავლეთ საქართველოს ყველაზე პოპულარული ადგილებიდან, პრომეთეს მღვიმიდან - 50, ხოლო მარტვილის კანიონიდან 32 კილომეტრი აშორებს.

კინჩხის ჩანჩქერის ბუნების ძეგლი სამ საფეხურად გადმომავალი ჩანჩქერების კასკადია. ის მდინარე საწისქვილოს ხეობაში წარმოიქმნება. მისი პირველი საფეხურის სიმაღლე 25 მეტრს აღწევს, მეორის - 70-ს, მესამისა კი - 35-ს. 

კინჩხის ჩანჩქერის მახლობლად ბილიკები და პლატფორმებია მოწყობილი, რაც ბუნების ამ ძეგლის ადვილად და კომფორტულად მონახულების შესაძლებლობას მოგცემს.  

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა