კოდისწყაროს ტბა მთელი წლის მანძილზე ლამაზია, მაგრამ განსაკუთრებით კარგი სანახავი გაზაფხულსა და შემოდგომაზეა.
ტბის სიღრმე 7-8 მეტრია. ის გრუნტის წყლით მარაგდება.
აქ თევზი უხვადაა, ამიტომ კოდისწყაროს ტბა მეთევზეებშიც საკმაოდ პოპულარულია.
ტბის სანაპიროზეა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ძველი ეკლესია და წმინდა გიორგის სახელობის ახლად აშენებული ტაძარი. აქვეა მამათა მონასტერიც.
კოდისწყაროს ტბა დღეს
ამჟამად კოდისწყარო ნასოფლარია. მეოცე საუკუნის ოციან წლებში კი აქ, ღორისნამკლის მთის ძირში, 35 კომლი ცხოვრობდა. 60-იანი წლებიდან მოსახლეობა ხაშურში ჩაასახლეს და ტერიტორიაც დაიცალა.
დღეს ამ ადგილს ხშირად სტუმრობენ აქტიური დასვენების მოყვარულები. კოდისწყაროს ტბიდან ღორისნამკლის მთაზე სალაშქრო ბილიკი ადის. მთა 1706 მეტრ სიმაღლეზეა და იქიდან ულამაზესი ხედები იშლება შემოგარენზე.