KA
Lekhtagi Virgin Mary Church

ლეხთაგის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია

საქართველოს გამორჩეული ბუნების მხარეში, სვანეთის გულში, მესტიაში, სოფელ ლეხთაგის ჩართოლანების უბანში XIV-XV საუკუნეების ლეხთაგის ღვთისმშობლის ეკლესია - ლეხთაგის ლამარია მდებარეობს.
რეგიონი
სამეგრელო-ზემო სვანეთი
ქალაქი
მესტია

ლეხთაგის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიის არქიტექტურა

ეს ორსართულიანი ნაგებობაა, რომლის ქვედა სართული სამი სათავსისგან შედგება. ვარაუდობენ, რომ ეკლესიის საძირკველი ძალიან ძველი, შესაძლოა ქრისტეს შობამდელი პერიოდისაა, რომელზედაც მოგვიანებით ზედა სართულები დაშენდა. ეკლესიის შესასვლელი აღმოსავლეთითაა. აქედან ჯერ - კვადრატულ, შემდეგ კი შედარებით წაგრძელებულ, კამარით გადახურულ ოთახში მოხვდები, რომელსაც სარკმლები სამ მხარეს აქვს. 

ლეხთაგის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიის ფრესკები

XV საუკუნის ისტორიული მნიშვნელობის მოხატულობა ტაძარში ფრაგმენტების სახითაა შემორჩენილი. ეკლესიის ზედა ნაწილში ფრესკები და კირი ჩამოყრილია, თუმცა საკურთხევლის მეორე რეგისტრში კარგად მოჩანს მარიამ ღვთისმშობელი, რომელიც ყრმა იესოს ეხვევა და ანგელოზები თაყვანს სცემენ. ღვთისმშობლის ფრესკის ქვემოთ ეკლესიის ამგების, დემეტრე ჩართოლანისა და პირნათელ ჯაფარიძის ოჯახის ფრესკებსაც ნახავ. 

მიუხედავად იმისა, რომ ლეხთაგის ღვთისმშობლის ეკლესიამ ჩვენამდე საკმაოდ შელახული სახით მოაღწია, მას ძალიან ბევრი ადამიანი სტუმრობს და ეს ადგილი საკმაოდ საინტერესოა ტურისტებისთვის.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა