KA
Lisi Lake

ლისის ტბა

ლისის ტბა თბილისელებისა და ამ ქალაქის სტუმრების ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი დასასვენებელი სივრცეა, სადაც წლის ნებისმიერ დროს ახვალ. ლისის ტბა 624 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს, რაც, თბილისის სხვა უბნებთან შედარებით, ასეული მეტრით მეტია. შედეგად ლისზე ჰაერი უფრო სუფთა და ჯანსაღია - ამიტომაც უყვართ აქაურობა.
რეგიონი
თბილისი
ქალაქი

დაახლოებით 100 წლის წინ, როდესაც ტბის გარშემო რეკრეაციული ზონის შენება დაიწყო, გარემოს გასამწვანებლად ირგვლივ 1400-მდე სხვადასხვა ჯიშის მცენარე დაირგო. დღეს ტბის გარშემო მოწყობილია ველო- და საფეხმავლო ბილიკი, რომლის სიგრძე 3 კილომეტრია; ასევე გამოყოფილია სავარჯიშო სივრცე. სანაპიროზე გაშენებულია სპორტული და საბავშვო მოედნები.

ადგილზე შეგიძლია იქირაო ველოსიპედი, ნავი და წყლის ველოსიპედი.

ტბასთან გახსნილია ღია კაფეები და რესტორანი.  

აქ განსაკუთრებული ხალხმრავლობაა ზაფხულში, რადგან საკმაოდ გრილა. ტბაში ბანაობაც შეგიძლია - წყალი 28°C-მდე თბება და სანაპიროც კეთილმოწყობილია.

ტბის ირგვლივ თერმული წყაროებიც არის და ტბის ტერიტორიაზე გოგირდის აბანოა გახსნილი.

ტბას ერთი მხრიდან წიწვოვანი ტყე აკრავს, რომელსაც პიკნიკებისთვის გამოიყენებ. 

თუ თევზაობა გიყვარს, ტბა­ში თევ­ზიც არის მოშენებული და, მინიმუმ, კარჩხანას და ქორჭილას დიდი რაოდენობით დაიჭერ.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა