ჭაუხის მასივი ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, ხევის კავკასიონზე, მდინარე ბაკურხევის სათავეში მდებარეობს. მასივში გვხვდება კლდოვანი ფერდები და ციცაბო კლდეები.
ჭაუხის მასივში არის 7 მწვერვალი, რომელთა სიმაღლე და სირთულე განსხვავებულია. ეს მასივი გამორჩეულია იმით, რომ აქ ნებისმიერი გამოცდილების ადამიანი შეძლებს, მისთვის შესაფერისი მარშრუტი იპოვოს.
ჭაუხის მასივის მწვერვალებია:
„ასათიანი“ - ზღვის დონიდან 3842 მეტრი;
„კამერონი“ - ზღვის დონიდან 2733 მეტრი;
„ლეონიძე“ - ზღვის დონიდან 3746 მეტრი;
„ჯავახიშვილი“ - ზღვის დონიდან 3733 მეტრი;
„რჩეულიშვილი“ - ზღვის დონიდან 3642 მეტრი;
„თაყაიშვილი“ - ზღვის დონიდან 3422 მეტრი;
„თიკანაძე“ - ზღვის დონიდან 3436 მეტრი.
შენი გამოცდილების შესაფერის მარშრუტს სერტიფიცირებული გამყოლი შეგირჩევს.
ჭაუხის მასივის მწვერვალებზე ასვლა რეკომენდებულია ზაფხულის პერიოდში.
ჭაუხის მასივისკენ გზა მიდის სოფელ ჯუთადან, რომელიც სტეფანწმინდიდან - 20 კმ-ში, ზღვის დონიდან კი 2100 მ სიმაღლეზეა. შერჩეულ მარშრუტს იმ ადგილიდან ვიწყებთ, სადაც საავტომობილო გზა მთავრდება.
აქედან 10 კილომეტრშია საბანაკე, რომელიც ზღვის დონიდან 2592 მეტრ სიმაღლეზე, მწვანე საფარზეა მოწყობილი. საბანაკესთან ახლოს არის წყალი და მცირე ზომის ტბა.
ჭაუხის მასივიდან საფეხმავლო უღელტეხილით ხევსურეთში, სოფელ როშკაში მოხვდები.