KA
The Monastery at Elia Mountain

მონასტერი ელიას მთაზე

ქალაქ ბოლნისის ცენტრიდან 4 კილომეტრში, ბოლნისის სიონისკენ მიმავალ გზაზე, კლდოვან მთაზე, რომელსაც წმინდა ელიას სახელი ეწოდება, წმინდა პეტრე და პავლე მოციქულების სახელობის დიდი სამონასტრო კომპლექსია აშენებული.
რეგიონი
ქვემო ქართლი
ქალაქი
ბოლნისი

ძველად ამ ადგილზე წმინდა პეტრე და პავლე მოციქულების სახელობის ტაძარი მდგარა, თუმცა ჩვენს დრომდე მხოლოდ ტაძრის საძირკველმა და ნანგრევებმა მოაღწია.
ნატაძრალზე ახალი ჯვარგუმბათოვანი ტაძარი 2008-2015 წლებში აშენდა. ტაძრის მშენებლობაში ადგილობრივი მოსახლეობა აქტიურად მონაწილეობდა. ტაძრის საკურთხეველი ხატმწერმა მიქაელ ღოღობერიძემ მოხატა. 

კომპლექსი ჯვარგუმბათოვანი ტაძრის, სამრეკლოს, სატრაპეზოსა და მარნისგან შედგება, ირგვლივ კი ორმაგი გალავანი აკრავს.  

სამონასტრო კომპლექსამდე კეთილმოწყობილი გზა ადის, რომელიც ღამით განათებულია. 

დღეს აქ მამათა მონასტერი ფუნქციონირებს და ღვთისმსახურება ყოველდღე აღევლინება. მონასტრის ეზოდან მთელ ბოლნისსა და მიმდებარე სოფლებზე ულამაზესი ხედები იშლება.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა