KA

ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმი

ეს იმ ადამიანის სახლია, რომელმაც უძველეს ქალაქს მეორე სიცოცხლე აჩუქა. ნიკო ნიკოლაძე - მეცნიერი, პუბლიცისტი და საზოგადო მოღვაწე - საქართველოში დაიბადა.
რეგიონი
იმერეთი
ქალაქი
სამტრედია

რას ნახავ ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმში?

ქალაქი, რომელიც მისი ძალისხმევით განვითარდა, დღევანდელი საქართველოს საზღვაო კარიბჭე - ფოთია. უცხოეთში მიღებული განათლება და სწორი ხედვა დაეხმარა ნიკო ნიკოლაძეს, გარდაექმნა ქალაქის უძველესი პორტი, შეეყვანა ელექტროენერგია, გაეყვანა წყალსადენი. მან ფოთი წარმოშობით გერმანელი არქიტექტორის, ედმუნდ ფრიკის დახმარებით, პარიზის ბულვარის მიხედვით დააპროექტა. ეს და ბევრი სხვა მნიშვნელოვანი ცვლილება მან 1894 წელს ფოთის მერად არჩევის შემდეგ განახორციელა. 

ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმი დასავლეთ საქართველოში, სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდ ჯიხაიშში მდებარეობს. სახლი, სადაც ის დაიბადა, 1886 წელსაა აშენებული. შეუმჩნეველი არ დაგრჩება ულამაზესი ბაღი, რომელიც მან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოტანილი მცენარეებით გააშენა.

სახლ-მუზეუმში 1405 ექსპონატია წარმოდგენილი და მათი უმეტესი ნაწილი XVIII-XIX საუკუნეების ამერიკული, ავსტრიული, გერმანული, ინგლისური და რუსული წარმოებისაა. აქ ნახავ კოდაკის ფირმის პირველი ფოტოაპარატის ნიმუშს, ქარის ძრავას (1910 წ.), ბერლინში წარმოებულ სარეცხ მანქანას და მზის საათს. 

2007 წელს ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა