KA
Nogha Fortress

ნოღის ციხე

ნოღა სოფელია სამეგრელოში, მარტვილის რაიონში. სოფლის ყველაზე შემაღლებულ ადგილზე XVI საუკუნეში აშენებული ციხესიმაგრე დგას, რომელიც ოდიშის (სამეგრელოს) თავადებს ეკუთვნოდათ.
რეგიონი
სამეგრელო-ზემო სვანეთი
ქალაქი
მარტვილი

ნოღის ციხის არქიტექტურა

ციხის კომპლექსს საკმაოდ დიდი ფართობი უკავია. ელიფსური ფორმის ორმაგ გალავანში ოთხი კოშკია განლაგებული. ჩრდილოეთის, დასავლეთისა და აღმოსავლეთის კოშკები წრიული გეგმისაა, სამხრეთის კი - კვადრატული. 

ნოღის ციხე XVI-XVII საუკუნეებში - ჯაიანების, XVIII საუკუნიდან კი დადიანების სათავდაცვო ნაგებობას წარმოადგენდა.

ამ კოშკებიდან დღეს ჩხოროწყუსა და მარტვილის მწვანე სოფლებზე ულამაზესი ხედი იშლება.

ციხე სოფლიდან 3 კილომეტრით არის დაშორებული. Ამ ისტორიულ ძეგლამდე სამანქანო გრუნტის გზა მიდის.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა