ოზურგეთიში მდებარეობს სახვითი ხელოვნების ცენტრი, რომელიც 1989 წელს გაიხსნა და ერთ სივრცეში დაიდო ბინა ხელოვნების მუზეუმმა და სურათების გალერეამ.
დღეს აქ დაცულია ქართველ მხატვართა სხვადასხვა პერიოდის ნამუშევრები, ცენტრის თანამშრომლების მიერ გურიის რეგიონში მოძიებული და შეგროვებული ხალხური რეწვის ნიმუშები, მათ შორის, ხეზე კვეთის ოსტატების ნახელავი, უძველესი ნაქარგები, ფარდაგები, გობელენები, სამრეწველო გრაფიკის ნიმუშები, ფოტონამუშევრები.
გალერეაში სეზონურად იმართება თანამედროვე მხატვართა პერსონალური და ჯგუფური გამოფენები, ნორჩ მხატვართა ნამუშევრების გამოფენები, ეწყობა ფოტოექსპოზიციები, რათა ადგილობრივი ნიჭიერი ადამიანები ფართო საზოგადოებამ გაიცნოს.
ასე რომ, თუ ხელოვნება გიყვარს, ოზურგეთის სახვითი ხელოვნების ცენტრს აუცილებლად უნდა ეწვიო.