KA
Ortubani Convent - Nativity of the Virgin Mary Monastery Complex

ორთუბნის დედათა მონასტერი

როდესაც აქაურობას ნახავ, თავი შეიძლება ზღაპარში გეგონოს, რადგან ეს გალავნით შემოსაზღვრული პატარა სამოთხეა მთის ძირში - ძამის ხეობაში მდებარე ორთუბნის დედათა მონასტერი.
რეგიონი
შიდა ქართლი
ქალაქი
ქარელი

ძამის ხეობაში მრავალი ეკლესია-მონასტერია, ხოლო სოფელ ორთუბანში მდებარე - ღვთისმშობლის შობის სამონასტრო კომპლექსი მათგან ერთ-ერთია. რიყისა და ქვიშაქვით ნაგები ღვთისმშობლის ეკლესია XVII-XVIII საუკუნეებით თარიღდება.

ჩრდილოეთით, აღმოსავლეთით და ნაწილობრივ დასავლეთით მონასტერს გალავანი აკრავს. კომპლექსის ეზოში მდგარი ტაძარი დარბაზული ტიპის ნაგებობაა, აგურით ნაშენი კამარითა და აფსიდით. რიყის ქვითაა აშენებული ეკლესიის დასავლეთით მდებარე ორსართულიანი სამრეკლო. ნაგებობაზე, რომელსაც ერთ დროს თავდაცვითი ფუნქციაც ჰქონია. 

კომპლექსის შემადგენლობაში შედის შვიდსართულიანი კოშკიც. 

ორთუბნის დედათა მონასტერი მზოვრეთის ციხის კომპლექსის ნაწილია - ეს ისტორიული ძეგლი თავადი ციციშვილების რეზიდენციაა, რომელიც XIV-XVII საუკუნეებში შიდა ქართლის პოლიტიკური ცენტრის ფუნქციას ასრულებდა.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა