დმანისში ფრენისთვის საუკეთესო სეზონია გაზაფხული და შემოდგომა.
ფრენისთვის აუცილებელია, რომ სხეულის წონა იყოს მინიმუმ 30 კგ და მაქსიმუმ 220 კგ.
აღნიშნულ ლოკაციაზე პარაგლაიდინგი ასევე ადაპტირებულია შშმ პირებისთვის.
არასრულწლოვანს შეუძლია იფრინოს მხოლოდ მშობლების თანხმობით.
ფრენა რეკომენდებულია იმ პილოტთან ერთად, ვისზეც საქართველოს პარაგლაიდინგის სკოლის მიერ გაცემულია ტანდემ პილოტის კვალიფიკაციის დამადასტურებელი მოწმობა.
პილოტის სავარძელი აღჭურვილია სათადარიგო პარაშუტით; ფრენისას პილოტსაც და მგზავრსაც ახურავს ჩაფხუტი. ასევე სასურველია მზის სათვალე. ზაფხულში უნდა გქონდეთ მსუბუქი მოსაცმელი, ხოლო დანარჩენ სეზონზე აუცილებელია დათბილული ტანისამოსი. საჭიროების შემთხვევაში, პილოტები იზრუნებენ შენს ჩაცმულობაზე. ფეხზე აუცილებლად უნდა გეცვას დახურული სპორტული ფეხსაცმელი.
შეგიძლია ფრენა გადაიღო GoPro კამერით, რასაც ასევე პილოტები უზრუნველყოფენ.
კვალიფიციურ პილოტთან ტანდემში ფრენის დაწყებამდე პილოტი ჩაგიტარებს ინსტრუქტაჟს ფრენის პროცესთან დაკავშირებით.