3პრომეთეს მღვიმე
საქართველო ულამაზესი ლანდშაფტებისა და გასაოცარი ბუნების ქვეყანაა, თუმცა ეს სანახაობა ბუნების ძეგლებიდან ნამდვილად გამორჩეული ადგილია - ფერადი შუქებით განათებული გაქვავებული მიწისქვეშა ჩანჩქერები, ტბები, ქვის ფარდების მსგავსი მღვიმური ფორმები, ჰელიქტიტები, ანთოდიტები და განუმეორებელი ჩამონაღვენთები არასოდეს დაგავიწყდება. ეს პრომეთეს მღვიმეა, რომელსაც ყოველწლიურად 200 000 ადამიანი სტუმრობს.