KA
ტბების ტური ჯავახეთში
Შენი მოგზაურობა ვულკანურ-ტექტონიკური ტიპის ტბიდან დაიწყება, საქართველოში ქრისტიანობის გამავრცელებელი, წმიდა ნინო კაბადოკიელის სახელობის ფოკის მონასტერში გაგრძელდება, გზად ულამაზესი საღამოს ტბა და სოფელი გორელოვკა შეგხვდება, დასასრულისკენ კი შენ წინ ზღაპრული მადათაფის ტბის არნახული პეიჟაზები გადაიშლება.
მანძილი
55კმ
დრო
8-12სთ
სირთულე
საშუალო
1საღამოს ტბა - სამცხე-ჯავახეთის ჯადოსნური სანახაობა
ამ საოცარ სანახაობას სამცხე-ჯავახეთის მხარეში, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში აღმოაჩენ. გაშლილი სივრცეები, მთები, სიმშვიდე და კამკამა წყალი საუკეთესო გარემოს ქმნის კემპინგისთვის.
2ფარავნის ტბა - საუკეთესო ადგილი თევზაობისთვის
ფარავანი წყლის ზედაპირის ფართობით საქართველოს ყველაზე დიდი ტბაა. ის სამცხე-ჯავახეთში, ზღვის დონიდან 2073 მეტრზე მდებარეობს და მთელი ზამთარი გაყინულია. ყინულის საფარის სისქე 50-იდან 70 სანტიმეტრსაც კი აღწევს.
3მადათაფის ტბა
მადათაფის ლურჯად მოელვარე ტბას სამცხე-ჯავახეთში, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში იპოვი და ეს ტბა არა მხოლოდ ულამაზესია, არამედ მისი მაგიური გარემო საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიანი ტერიტორიების სიაშიც არის შეტანილი. ტბა აფრიკა-ევრაზიის სამიგრაციო გზაზეა და აქ წლის თბილ პერიოდში გადამფრენი და მობუდარი ფრინველების სიმრავლე აღინიშნება.
4ფოკას მონასტერი
ისტორიულ სამცხე-ჯავახეთში, ფარავნის ტბის ნაპირას, სადაც, გადმოცემის თანახმად, ქართველთა განმანათლებელმა წმინდა ნინომ შეისვენა და ორი ღამე გაათენა, ფოკის წმინდა ნინოს მონასტერია აღმართული.
5სოფელი-მუზეუმი გორელოვკა
გორელოვკა ქართული სინამდვილისგან სრულიად განსხვავებული სოფელია - თავისი არქიტექტურით, ყოფა-ცხოვრებითა და მრწამსით. ის სამცხე-ჯავახეთში, ზღვის დონიდან 2065 მეტრზე მდებარეობს და მკაცრი კლიმატური პირობებისა და ხანგრძლივი ზამთრის მიუხედავად, აქაურობას მაინც ყველაზე ფერად სოფელს უწოდებენ.
6ფრინველებზე დაკვირვება: ჯავახეთის ტბები
ჯავახეთის ვულკანური ზეგანი მცირე კავკასიონის დასაწყისია. საქართველოში ეს ერთადერთი ადგილია, სადაც ბევრი ტბაა. ამ ტბების დიდი ნაწილი - კარწახის, ბუღდაშენის, მადათაფის, ხანჩალის ტბები და სულდის ჭაობი ჯავახეთის დაცული ტერიტორიების ნაწილია და მკაცრი კონტროლის ქვეშ იმყოფებიან.
7ნინოწმინდა
ნინოწმინდა ლაკლაკების საყვარელი ადგილია. ისინი ქალაქში ყოველწლიურად მოფრინავენ შთამომავლობის გასაზრდელად. აქ ვერ ნახავ ბოძს, სადაც ლაკლაკის ბუდე არაა. ბოძებზე შემოქსოვილი, ერთ მეტრზე დიდი დიამეტრის ბუდეები ძალიან ლამაზი სანახავია.
ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა