KA
"Night Serenades" International Festival

საერთაშორისო ფესტივალი „ღამის სერენადები“

„ღამის სერენადები“ საერთაშორისოდ აღიარებული ქართველი მევიოლინისა და დირიჟორის ლიანა ისაკაძის ინიციატივით დაარსდა, ადამიანის, რომელსაც საუკეთესო მევიოლინეების შესახებ არსებულ ყველა მსოფლიო გამოცემაში ნახავ.
რეგიონი
აჭარა
ქალაქი
ბათუმი

რას გთავაზობს საერთაშორისო ფესტივალი „ღამის სერენადები“?

„ღამის სერენადების“ პირველი საფესტივალო სეზონი 80-იან წლებში ბიჭვინთაში გაიხსნა და 1991 წლამდე შეუფერხებლად იმართებოდა. აფხაზეთში განვითარებული მოვლენების გამო, 18 წლის განმავლობაში ფესტივალი აღარ ჩატარებულა.

2009 წლიდან „ღამის სერენადები“ აჭარაში იმართება. მისი ასევე საერთაშორისოდ აღიარებული მონაწილეების მოსმენა კლასიკური მუსიკის მოყვარულებს ზღვისპირა ბათუმში ყოველ წელს აგვისტო-სექტემბერში შეუძლიათ.  

საერთაშორისო ფესტივალი „ღამის სერენადები“ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით ეწყობა. თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილებით, 2015 წლიდან პოპულარულ ფესტივალს ბათუმი-თბილისის საერთაშორისო ფესტივალი ეწოდა.

აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ 2011 წლიდან ლიანა ისაკაძის მიერ შექმნილი ორკესტრი „ვირტუოზები“ „ღამის სერენადების“ საბაზო ორკესტრია. საერთაშორისო აღიარება ამ კოლექტივმა 2013 წელს - ლონდონში, 2014 წელს - ნიუ-იორკში, 2016 წელს კი შვეიცარიაში გამართული საქველმოქმედო კონცერტებით მოიპოვა.  

„ღამის სერენადებზე“ დასწრების მსურველი ყოველთვის ბევრია. ამიტომ, თუკი ხავერდოვან სეზონზე კლასიკური მუსიკის ხავერდოვანი ბგერებით გინდა დატკბე, ბილეთების დაჯავშნას შორს ნუ გადადებ.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა