ბალნეოლოგიურ-კლიმატური კურორტი საირმე რეგიონ იმერეთში, ბაღდათის მუნიციპალიტეტში მდებარეობს და ულამაზესი ბუნების, სუფთა ჰაერის, მჟავე წყლებისა და სამკურნალო აბაზანების გარდა, ექსტრემალურ გართობასაც გთავაზობს - ზიპლაინით დაშვებას.
საირმის ზიპლაინს ორი სექცია აქვს. ბაგირის სიგრძეა, შესაბამისად, 500 მ. და 300 მ. 500-მეტრიანი ზიპლაინით დაშვებისას საირმის ულამაზეს, ტყით დაფარულ მთებს გადაუვლი. დაშვებას სჭირდება 40-50 წამი.
შემდეგ 300-მეტრიან სექციაზე გადაჯდები, რომელიც კურორტ საირმესა და იქ მდებარე სასტუმროს თავზე გადაივლის.
დაშვებას სჭირდება 30-35 წამი.
ზიპლაინი საირმეში მთელი წლის განმავლობაში ფუნქციონირებს.
საირმეს ზიპლაინი მოწყობილია თანამედროვე სტანდარტების აღჭურვილობითა და უსაფრთხო სისტემებით. ადგილზე მუშაობენ გამოცდილი ინსტრუქტორები.
იმისათვის, რომ ზიპლაინით დაშვება შეძლო, არ უნდა გქონდეს სიმაღლის შიში, წინააღმდეგ შემთხვევაში სიამოვნებას ვერ მიიღებ; სხეულის წონა უნდა იყოს მინიმუმ 30 კგ. და მაქსიმუმ 130 კგ.