KA
“Skijis Sakhli”

„სკიჯის სახლი“

„სკიჯის სახლი“ გურიაში, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავში მდებარეობს. სკიჯი კი ძველქართულად გამხმარ ყურძენს ნიშნავს. ეს სახელი წინაპრების სახლს დღევანდელმა მასპინძელმა დაარქვა, რომელიც თბილისიდან თავდაპირველად გამშრალი ხილის წარმოებისთვის ჩავიდა. ამას სხვა იდეები მოჰყვა და დღეს „სკიჯის სახლი“ მთელ გურიას „მოგატარებს“.
რეგიონი
გურია
ქალაქი
ჩოხატაური

რას გთავაზობს „სკიჯის სახლი“?

ეს ორსართულიანი, ავთენტიკური ინტერიერის, კომფორტული, საოჯახო ტიპის სასტუმროა ლამაზი აივნებითა და შთამბეჭდავი ხედებით, ტრადიციულ გურულ სტილზე მოწყობილი ეზოთი.

სახლი გუბაზოულის ხეობაში მდებარეობს და გომის მთისა და ბახმაროსკენ მიმავალ სტუმარს შეუძლია აქ შეისვენოს, გურული კერძებით გემრიელად ისადილოს და გზა ისე გააგრძელოს.

მაგრამ, ვინც აქ  დარჩენას გადაწყვეტს, მას დიდი კულინარიული თავგადასავალი ელოდება - მასტერკლასები მასპინძელ დაკასთან ერთად. სეზონის შესაბამისად, შეძლებ შუაცეცხლზე, ქვის კეცზე გამოაცხო მჭადი, ხაჭაპური,  გურული ღვეზელი, მოამზადო საწებლები, თხილის სუნელი, ფელამუში, ამოავლო ჯანჯუხა და გამოხადო არაყი. 

აქ უბრალო სასტუმრო არ არის, აქ ოჯახია და ყველა ვიზიტორი საოჯახო პროცესების თანამონაწილე ხდება. 

ეზოს ბოლოში მდინარის შენაკადი ჭურისწყალი ჩამოედინება, სადაც ზაფხულის სიცხეშიც გაგრილდები. სოფელში შეგიძლია ცხენითაც გაისეირნო.

„სკიჯის სახლი“ ქუთაისისა და ბათუმის აეროპორტებიდან თითქმის ერთნაირი მანძილითაა დაშორებული (80კმ), რომელსაც მანქანით 60-80 წუთში დაფარავ.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა