KA
Georgian Museum of Fine Arts

საქართველოს სახვითი ხელოვნების მუზეუმი

საქართველოში ქართული კულტურის გაცნობას არაერთ ადგილას შეძლებ, თუმცა საქართველოს სახვითი ხელოვნების მუზეუმი ამ მხრივ ნამდვილად გამორჩეულია.
რეგიონი
თბილისი
ქალაქი
თბილისი

საქართველოს სახვითი ხელოვნების მუზეუმის ისტორიული წარსული

აქ, თბილისის მთავარ (რუსთაველის) გამზირზე, საქართველოს პარლამენტის შენობის წინ, ადრე „მხატვრის სახლი“ იდგა. გასული საუკუნის 90-იან წლებში, სამოქალაქო დაპირისპირების დროს, შენობა დაინგრა. ახალი სახლი მხატვრებისთვის ამავე ადგილას 2018 წელს გაიხსნა.

რას ნახავ საქართველოს სახვითი ხელოვნების მუზეუმში?

მუზეუმში 80-მდე მხატვრის 3500-მდე ნამუშევარია გამოფენილი, რაც მუზეუმის დამფუძნებლების - გია ჯოხთაბერიძისა და მანანა შევარდნაძის ოჯახის ნახატების კერძო კოლექციაა. ექსპოზიცია 1945 წლიდან იწყება და სოციალისტური რეალიზმის, გარდაქმნის პერიოდის, საბჭოთა რეჟიმის დაშლის, ცივი ომის, სამოქალაქო ომისა და დამოუკიდებელი საქართველოს პერიოდებს მოიცავს. ნახატები 31 დარბაზსა და 3 კიბის უჯრედშია გამოფენილი. 

აღსანიშნავია მუზეუმის სიმბოლო - არწივის ქანდაკება, რომელიც გარე ფასადზეა და ვანის ნაქალაქარში აღმოჩენილი ძვ.წ. IX-I საუკუნეების არწივების მიხედვით შეიქმნა.    

მუზეუმს 6000 კვ.მ-ის საცავი და 120 ადამიანზე გათვლილი საკონფერენციო დარბაზი აქვს. აქაა რესტორნები, კაფეები, საცურაო აუზი, საუნა, ფიტნესცენტრი და ბუტიკები. მუზეუმს 155-ადგილიანი ავტოსადგომიც აქვს.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა