თუკი ისტორიული სიძველეები გაინტერესებს, აქ აუცილებლად უნდა მოხვიდე. მუზეუმი საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ სხვიტორში მდებარეობს. ის ცნობილი ქართველი არქეოლოგის ჯურხა ნადირაძის სახელს ატარებს.
მუზეუმი 1978 წელს დიდი ქართველი მწერლის, პოეტისა და საზოგადო მოღვაწის აკაკი წერეთლის დედის, ეკატერინე აბაშიძის ბაღში გაიხსნა და რამდენიმე ეთნოგრაფიულ ნაგებობას - სახლს, მარანსა და ბეღელს მოიცავს.
მუზეუმში 10 500 ექსპონატია დაცული. მათ შორის: არქეოლოგიური გათხრებისას აღმოჩენილი ოქროს ნივთები, რომელთა თაობაზეც აკაკი წერეთლის ძმა, დავით წერეთელი, 1857 წელს გაზეთ „დროებაში“ წერდა; ძვ.წ. III ათასწლეულით დათარიღებული ბრინჯაოს ცულები, შუბის პირები და ქვის სტელა ადამიანის გამოსახულებით; აქვეა ლითონის, კერამიკის, ხის ნაწარმი და ავთენტიკური ქსოვილები.
მნახველების განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს წმინდა დოსითეს მიერ ჩიხის სამებისთვის შეწირული ლოცვების წიგნი, 1825 წელს იმერეთის მეფის სტამბაში დაბეჭდილი სახარება, თიხის ჭურჭელი და სხვა.
როცა საჩხერეს ეწვევი, გირჩევ მის მეზობლად მდებარე სოფელ სხვიტორსაც ეტუმრო და აკაკი წერეთლის მემორიალური მუზეუმი მოინახულო.