სახიზარი ეროზიული სვეტების კომპლექსია, რომელიც მთა ქაბარჯინაზე წარმოიქმნა.
ქაბარჯინა 3141 მეტრის სიმაღლის, თვალწარმტაცი კლდოვანი მასივის სახით წარმოდგენილი ჩამქრალი ვულკანია ხევის კავკასიონზე - საქართველოს ჩრდილოეთ კალთაზე.
საუკუნეების წინათ, ომიანობის პერიოდში, ახლომდებარე სოფლების მოსახლეობა ამ კლდეებში იხიზნებოდა. ამიტომაც ეწოდება კლდეს სახიზარი.
მთის ფერდობებზე მარადმწვანე „ალპური ვარდის“ ბუჩქები იზრდება, რომლებსაც მოვარდისფრო-მოწითალო ფერის ზანზალაკისებრი ლამაზი ყვავილები აქვს.
ბუნების ძეგლთან ყველაზე ახლომდებარე დასახლებული პუნქტი სოფელი სიონია, რომელიც თბილისიდან 144 კმ-ით არის დაშორებული.