KA
Svaneti’s Glaciers - Chalaati

ჭალაათის მყინვარი

როდესაც საქართველოში იმოგზაურებ, გაითვალისწინე, რომ ჭალაათის მყინვარს აუცილებლად უნდა ესტუმრო, რადგან ის ერთადერთი მყინვარია, რომელიც ტყის ზონაში იჭრება და ამიერკავკასიაში არცერთი მყინვარი ასე დაბლა არ გვხვდება.
რეგიონი
სამეგრელო-ზემო სვანეთი
ქალაქი
მესტია

რა უნდა იცოდე ჭალაათის მყინვარზე

ჭალაათის მყინვარი კლიმატის ცვლილების ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო გამოვლინებაცაა. მისკენ მიმავალ გზაზე უზარმაზარ ლოდებს შეხვდები, ერთ-ერთის სიმაღლე კი 14 მეტრს აღწევს. მათი შესწავლისას დადგინდა, რომ ლოდები კავკასიონიდანაა ჩამოგორებული, რაც ოთხი-ხუთი საუკუნის განმავლობაში მყინვარის შემცირებას ადასტურებს. 

ხეობის ეს რთული ტიპის მყინვარი მესტიის მუნიციპალიტეტში, სვანეთის კავკასიონის მთავარი ქედის სამხრეთ კალთაზე, მდინარე მულხრის მარჯვენა შენაკადის, მესტიაჭალის სათავეში მდებარეობს. მისი ენის სიმაღლე კი ზღვის დონიდან 1850 მეტრს აღწევს.

რისგან შედგება ჭალაათის მყინვარი?

მყინვარი ორი ნაკადისაგან შედგება და 4000 მეტრზე მაღალი მწვერვალების - უშბას, ჩათინის, კავკასიონისა და ბჟედუხის ნაკადებით საზრდოობს, თუმცა მისი ძირითადი მკვებავი მარცხენა ნაკადია, რომლის ზედაპირზე სამი ყინულჩანჩქერია განვითარებული. ყველაზე მძლავრის სიმაღლე 300 მეტრია, სიგანე კი 700 მეტრი. ქვედა ორი ყინულჩანჩქერი შედარებით მცირეა. მყინვარიდან გამოედინება მდინარე მესტიაჭალის შენაკადი - ჭალაათი. 

ჭალაათის მყინვარამდე მისასვლელი გზა დაბა მესტიიდან იწყება.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა