KA

სკიტური გვიბარზე

ამ მარშრუტზე წასასვლელად გაუკვალავ თოვლში სრიალის კარგი გამოცდილებაა საჭირო. თუმცა ბევრი ნიუანსის გათვალისწინებით, რომელიც ადგილობრივ გარემოს ახასიათებს, გვიბარის სკიტური როგორც გამოცდილმა, ისე დამწყებმა მოთხილამურეებმა სერტიფიცირებულ გამყოლთან ერთად უნდა დაგეგმონ.
რეგიონი
სამეგრელო-ზემო სვანეთი
ქალაქი
მესტია

ადგილმდებარეობა

უშგული მდებარეობს მესტიის მუნიციპალიტეტში, ზღვის დონიდან 2200 მეტრ სიმაღლეზე, მწვერვალ შხარის ძირში, ენგურის სათავეებთან. ის ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი დასახლებული პუნქტია. 

უშგული, აგრეთვე, ერთ-ერთი უძველესი დასახლებაა სვანეთში. აქ და უშგულის თემის სოფლებში უამრავი სვანური კოშკი გვხვდება. ერთ-ერთი ასეთი სოფელი, ჩაჟაში, იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაშია. 

უშგულის ცენტრამდე მესტიიდან 46 კმ-ია. ზამთარი აქ საკმაოდ მკაცრი და ხანგრძლივია. 

გვიბარის მარშრუტი

გვიბარის მთა მდებარეობს კავკასიონის მთავარ წყალგამყოფ ქედზე, სოფელ მურყმელის სამხრეთით, ზღვის დონიდან 3050 მეტრ სიმაღლეზე. 

მარშრუტი იწყება სოფელ მურყმელიდან და თამარ მეფის საზაფხულო რეზიდენციის გავლით გვიბარის მთისკენ მიემართება. ასავლელი ვერტიკალი 990 მეტრია. მარშრუტი სრულდება სოფელში. 

რა უნდა გაითვალისწინო 

გამოცდილი გამყოლის დაქირავების გარდა, მნიშვნელოვანია, სრულყოფილი აღჭურვილობა გქონდეს: სპეციალური თხილამურები, საზვავო ჩანთა, გადამცემი, ნიჩაბი, ზონდი და სხვა საჭირო ნივთები.

სკიტურებისთვის კარგი ფიზიკური მომზადებაა აუცილებელი. საჭიროების შემთხვევაში, ადგილობრივი სპეციალისტები შენთვის შესაბამის სავარჯიშო პროგრამას შეადგენენ.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა