KA

სკიტური: დიდველი - იმერლები

დიდველის მთა ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი სასრიალო ადგილია სკიტურის მოყვარულთათვის. დიდველი-იმერლები შედარებით მოკლე და ადვილად დასაფარი ტურია, რომელიც ბევრ მოყვარულ მოთხილამურეს იზიდავს.
რეგიონი
სამცხე-ჯავახეთი
ქალაქი
ბაკურიანი

ძირითადი მონაცემები

მარშრუტის დრო - 1 საათამდე

მანძილი - 1600 მეტრი 

საწყისი სიმაღლე -  2265 მეტრი

მაქსიმალური სიმაღლე - 2378 მეტრი

ასვლის ვერტიკალი - 34 მეტრი

დაშვების ვერტიკალი - 138 მეტრი

დახრის მაქსიმალური კუთხე - 22 გრადუსი

მარშრუტი

„იმერლები“ ბაკურიანიდან ადვილი მისადგომია და ამ ქედზე გადასვლა ქამუსების გარეშეც შესაძლებელია. გაუკვალავ თოვლში აქ ნებისმიერ დროს შეძლებ სრიალს.  

დაეშვები თუ არა, შენ თვალწინ ულამაზესი დათოვლილი ტყე აღიმართება, რომელიც გაუკვალავი თოვლითაა დაფარული. დაშვების დროს გეზი მარჯვნივ უნდა გეჭიროს - ასე გზას არ ასცდები და ეს ულამაზესი ტყე პირდაპირ საცხოვრებელ კორპუსებთან გაგიყვანს. 

უკვე აქედან საბაგირომდე აუცილებლად დაგჭირდება ტრანსპორტით სარგებლობა.  

რა უნდა გაითვალისწინო

როგორც ყველა სხვა მარშრუტზე, ამ მარშრუტზეც სერტიფიცირებულ გამყოლთან ერთად უნდა წახვიდე, ყველა საჭირო აღჭურვილობით. 

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა