KA

რკონი

რკონი აღმოსავლეთ საქართველოში მდებარე სოფელია, მდინარე თეძამის ზემო წელში. ის ამ ხეობის ბოლო სოფელია და ისტორიულ-კულტურული ძეგლებითაა ცნობილი.
რა დრო სჭირდება მგზავრობას:
თბილისი
2:05 სთ
ბათუმი
5:55 სთ
ქუთაისი
3:50 სთ

სად მდებარეობს რკონი

თბილისიდან რკონამდე 50 კმ-ია. სოფელი კასპის მუნიციპალიტეტში, ახალქალაქის თემში მდებარეობს. ბოლო მონაცემებით, აქ სულ 6 მოსახლე ცხოვრობს. 

რკონის ისტორია

რკონს დიდი ისტორია აქვს. XII-XIII საუკუნეებში აქ მნიშვნელოვანი სამხედრო-სტრატეგიული გზა გადიოდა. ის შიდა ქართლს საქართველოს სამხრეთ პროვინციებთან - ჯავახეთთან, თრიალეთთან, შემდეგ კი სომხეთის გავლით, სპარსეთთან და ახლო აღმოსავლეთთან აკავშირებდა. სწორედ ამან განაპირობა რკონში სამონასტრო ინფრასტრუქტურის განვითარება. 

რას ნახავ რკონში

რკონის სამონასტრო კომპლექსი VII საუკუნით თარიღდება, თუმცა XIII-XIV და XVII-XVIII საუკუნეების მიჯნაზე მშენებლობების კვალიც გაირჩევა. ეკლესიების გარდა, სატრაპეზო, კოშკი, სამრეკლო, თამარის ხიდი და ბერების სენაკებია. 

სოფელ რკონშია, კლდეზეა აგებული რკონის ციხე, ხოლო სოფლიდან ორ კილომეტრში იკვის ეკლესიის მონახულებას შეძლებ.

კულტურული ძეგლების გარდა, რკონი მდიდარი ბუნებითაც გამოირჩევა და საინტერესო ადგილია მოლაშქრეებისა და ბუნების ფოტოგრაფებისთვის. განსაკუთრებით ლამაზია ის შემოდგომით, როცა ეკლესია-მონასტრებისკენ მიმავალ გზაზე ათასფერადი პეიზაჟი იშლება. 

 

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა