KA

სპა „ვილა-რეტა“

თანამედროვე და კომფორტული სასტუმრო „ვილა-რეტა“ გურიაში, კურორტ გრიგოლეთის სანაპიროზეა აშენებული. ეს ადგილი მათთვისაა, ვისაც ხალხმრავალი კურორტებისგან გარიდება, ლივლივა ზღვის ფონზე დასვენება და სრული რელაქსაცია სურს.
რეგიონი
გურია
კურორტი
გრიგოლეთი

რას გთავაზობს სპა „ვილა-რეტა“?

„ვილა-რეტა“ ერთდროულად 40 დამსვენებელს უმასპინძლებს. სასტუმროს აქვს: კეთილმოწყობილი სანაპირო, 17 ნომერი, ზღვისპირა ბარი, დახურული აუზი, ბიბლიოთეკა, საბავშვო მოედანი და ავტოსადგომი. 

სპა-სასტუმროში მუშაობს სხვადასხვა სახეობის საუნები - ინფრაწითელი საუნა, ციმბირული კედლის კასრი, მინი-საუნა; სასტუმროს ექიმებთან კონსულტაციით შეგიძლია ჩაიტარო სამკურნალო და კოსმეტოლოგიური პროცედურები.

სასტუმროს რესტორანი პროფესიონალი შეფმზარეულების მიერ მომზადებულ ევროპულ და ნაციონალურ კერძებს შემოგთავაზებთ. მათ მოსამზადებლად კი მხოლოდ ეკოლოგიურად სუფთა, შემოწმებული სოფლის პროდუქტები გამოიყენება.

აქ ყველაფერი ჯანსაღია - საკვებიც, ჰაერიც, ზღვაც, ქვიშაც და მზეც. სპა „ვილა-რეტა“ 25 კილომეტრითაა დაშორებული ლანჩხუთის რაიონული ცენტრიდან. უახლოესი რკინიგზის სადგურია ურეკი (6 კმ), ფოთის ნავსადგურიდან - 10 კმ, ბათუმის აეროპორტიდან - 50 კმ; იქვე  გადის საავტომობილო  გზა.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა