KA

სულდის ჭაობი

ჯავახეთის ეროვნული პარკი ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტების ტერიტორიებს მოიცავს, სადაც უამრავ ფრინველს, მედიდურ ქედებსა და ეგზოტიკურ ბუნებას შეხვდები. სოფელ სულდასთან (2.5კმ-ში) ჭარბტენიანი დაცული ტერიტორია - სულდის ჭაობი იწყება, რომლის საერთო ფართობიც 309 ჰექტარია. 
რეგიონი
სამცხე-ჯავახეთი
ქალაქი
ახალქალაქი

რას ნახავ სულდის ჭაობის აღკვეთილში?

სულდის ჭაობს დასავლეთით მურდკვალის ქედი ესაზღვრება, აღმოსავლეთით - სოფელი სულდა, სამხრეთით - სოფელი ბოზალი, ჩრდილოეთით კი – სოფელი მიასნიკიანი.

ამ ადგილის მოსანახულებლად ერთი სრული დღეც გეყოფა, რადგან მარშრუტი არც ისე რთულია. ის, სულ რაღაც, 5 კმ-ს შეადგენს, სულდის აღკვეთილიდან იწყება, სოფელ მიასნიკიანს გაივლის და ჭაობთან სრულდება.

სულდის ჭაობი საინტერესო ადგილია გადამფრენ ფრინველებზე დასაკვირვებლად, განსაკუთრებით კი გაზაფხულსა და შემოდგომაზე, ფრინველთა მიგრაციის დროს. 

ეს ტერიტორია ხუჭუჭა ვარხვის (Pelecanus crispus), თეთრი ვარხვის (Pelecanus onocrotalus), თეთრი ლაკლაკის (Ciconia ciconia), შავი ყარყატის (Ciconia nigra), თეთრი ყანჩების (Egretta alba), იხვების (Anas spp.), ღალღას (Crex crex), მელოტას (Fulica atra), ყანჩას, თოლიებისა და ბეღურების მრავალი სახეობის ჰაბიტატია.

დასვენება სულდის ჭაობის აღკვეთილში

სულდის ჭაობის აღკვეთილში შესაძლებელია ცხენებით გასეირნებაც, ხოლო საგუბარში - თევზაობაც არის დაშვებული.

სოფელ სულდაში შეგიძლია, ღამე საოჯახო სასტუმროში გაათიო და ადრიან დილას ფრინველებზე დასაკვირვებლად გაემგზავრო; შთაბეჭდილებებით სავსე დღის ბოლოს კი ისევ აქ მობრუნდე, დაისვენო და მესხური სტუმართმოყვარეობით ისიამოვნო. 

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა