KA

ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი რაჭა-ლეჩხუმში

საქართველო შთამბეჭდავი კულტურის მქონე ქვეყანაა, სადაც მრავალხმიანობითა და გამორჩეული ცეკვით განთქმული ქართული ფოლკლორული ჯგუფები ქართველი და უცხოელი მაყურებლისთვის ყოველწლიურად დაუვიწყარ სანახაობებს აწყობენ.
რეგიონი
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი
ქალაქი
ამბროლაური

სად იმართება საერთაშორისო ფოლკლორული ფესტივალი „საქართველო“?

ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის თაოსნობით, 2016 წლიდან ყოველ წელს იმართება საერთაშორისო ფოლკლორული ფესტივალი „საქართველო“, რომელიც აგვისტოს ბოლოსა და სექტემბრის პირველ კვირაში ეწყობა.  ამ დროს რაჭა-ლეჩხუმში სტუმრობა ნამდვილად ღირს, რადგან ამ სანახაობისთვის აქ უამრავი ადამიანი იყრის თავს. ქართული ცეკვა სცენაზე გამორჩეულ თავგადასავალს შემოგთავაზებს, ფესტივალზე კი ქართულ ეთნომუსიკას, ეთნოჯაზსა და საგალობლებს მოისმენ. ამასთანავე, შეძლებ მონაწილეობა მიიღო ხალხური სიმღერის მასტერკლასებშიც. 

რა არის ფესტივალის მიზანი?

ქალაქ ონსა და ამბროლაურში კონცერტები მონაცვლეობით იმართება და მასში არა მარტო ქართული ფოლკლორული ანსამბლები და ჯგუფები, არამედ ევროპის ქვეყნების ეთნოჯგუფებიც მონაწილეობენ. საერთაშორისო ფოლკლორული ფესტივალი „საქართველო“ ხელს უწყობს სხვადასხვა ქვეყნის კულტურების გაცნობასა და დაახლოებას. 

 

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა