KA

ქევინგი „მურადის მღვიმეში“

მურადის მღვიმე ველური მღვიმეების კატეგორიას მიეკუთვნება, მას არ აქვს სანახაობრივი, ტურებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა, შესაბამისად, იქ ჩასვლა მხოლოდ პროფესიონალ სპელეოლოგთან ერთად არის რეკომენდებული.  
რეგიონი
იმერეთი
ქალაქი
ტყიბული

სად მდებარეობს „მურადის მღვიმე“?

მურადის მღვიმე რაჭისა და იმერეთის საზღვარზე, ტყიბულთან ახლოს, ტყეში მდებარეობს. 

მღვიმემდე მისასვლელი გზა დაახლოებით 2,3 კმ-ია. ფეხით გადაადგილებისას შენ წინ ბუნების ულამაზესი ხედები იშლება, რაც გზას კიდევ უფრო საინტერესოს ხდის. 

რას ნახავ „მურადის მღვიმეში“?

„მურადის მღვიმე“ ჰორიზონტალურია და მისი სიგრძე დაახლოებით 800 მეტრს შეადგენს. ის მნიშვნელოვანია როგორც გეომორფოლოგიური კვლევებისთვის, ისე ეკოლოგიური და აქ არსებული ეკოსისტემის შესწავლის თვალსაზრისით. 

მღვიმეში მსოფლიოში უიშვიათესი და ულამაზესი სტალაქტიტებია, არის უნიკალური სფეროსებრი ფორმები, რომელთა მსგავსი სხვაგან არ მოიძებნება. 

გვხვდება სამი - 32, 45 და 20-მეტრიანი ჭა, სადაც გამოცდილი სპელეოლოგის დახმარებითა და თოკის გამოყენებით შეძლებ ჩაშვებას და დათვალიერებას.

ჰაერის საშუალო ტემპერატურა მღვიმეში 6 გრადუსია. 

რა უნდა გაითვალისწინო

ქეივინგი მურადის მღვიმეში საშუალო სირთულისაა და მისი დაძლევა მხოლოდ სერტიფიცირებულ გამყოლთან ერთად არის შესაძლებელი. 

მარშრუტის დაწყებამდე აუცილებლად გადაამოწმე, ხარ თუ არა აღჭურვილი შესაბამისად, გაქვს თუ არა: ჩაფხუტი, ფანარი, რეზინის ფეხსაცმელი (ბოტები) და სპეცტანსაცმელი. აუცილებელია, თან იქონიო წყალიც.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა