KA

ქეივინგი თეთრა მღვიმეში

თეთრა მღვიმეს აქვს ტურებისთვის საჭირო ყველანაირი ინფრასტრუქტურა და იქ მოხვედრა ნებისმიერ მსურველს შეუძლია. სასურველია, სერტიფიცირებული გამყოლი გახლდეს.
რეგიონი
იმერეთი
ქალაქი
წყალტუბო

სად მდებარეობს თეთრა მღვიმე

თეთრა მღვიმე წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ცენტრში მდებარეობს და ადამიანის ცხოვრების 30000-წლიანი ისტორია აქვს. არქეოლოგიური გათხრების შედეგად აქ აღმოჩენილია 15000 არტეფაქტი. ნაპოვნია პირველყოფილი ადამიანების ძვლები, მათი საბრძოლო იარაღი, აგრეთვე, მღვიმური დათვის, ირმის, მგლის, მელიის ძვლები. 

რას ნახავ თეთრა მღვიმეში

თეთრა მღვიმეს ბუნების ძეგლის სტატუსი აქვს.  

მღვიმის სიგრძე დაახლოებით 110 მეტრია. მღვიმე საინტერესოა ძველი სიფონური არხების მრავალფეროვნებით. მდიდარია ნაღვენთი წარმონაქმნებით, მათ შორის სტალაგმიტებით, სტალაქტიტებით, სვეტებით, „მცურავი კალციტებით“. 

გამომდინარე იქიდან, რომ მღვიმე ჭარბტენიანია და აქ ტემპერატურა მუდმივად 14 გრადუსია, კარგი გარემოა ღვინის დასაძველებლად. სტუმრობისას შეძლებ, არა მხოლოდ მღვიმე დაათვალიერო, არამედ ადგილობრივი ჯიშის ყურძნისგან დაყენებული ღვინოებიც დააგემოვნო. 

მღვიმე გამოიყენება სპელეო-გამაჯანსაღებელი თერაპიისთვისაც, აქ სასუნთქი გზების სხვადასხვა დაავადებას მკურნალობენ.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა