KA
Wine and Cheese Festival

ღვინისა და ყველის ფესტივალი - ღონისძიება, სადაც თავმოყრილია ქართული კულტურა და ტრადიციები

როდესაც საქართველოში იმოგზაურებ, თუ ამ ფესტივალზე დასწრებას გადაწყვეტ, საუკეთესო ქართულ ღვინოებსა და ქართული ყველის უნიკალურ სახეობებს დააგემოვნებ.

რას გთავაზობს ღვინისა და ყველის ფესტივალი?

ღვინისა და ყველის ფესტივალი საქართველოში შემოდგომის მიწურულს, ოქტომბრის ბოლოსა და ნოემბრის დასაწყისში იმართება და ორი დღის განმავლობაში გრძელდება. ფესტივალის მასპინძელი კი ყოველ წელს სხვადასხვა ქალაქია.

ამ დღეების განმავლობაში, ცნობილი კომპანიების გარდა, თავის პროდუქციას დამწყები ფერმერები და მწარმოებლებიც წარმოადგენენ - ფესტივალის ერთ-ერთი მიზანი სწორედ მათი პოპულარიზაციაა. 

ფესტივალზე შეიტყობ და გემოსაც გაუსინჯავ იმ ამბავს, რომ ერთი და იმავე რეგიონის ყველი და ღვინო ერთმანეთს საუკეთესოდ ეხამება, მაგალითად, თუშურ გუდის ყველს ყველაზე მეტად უხდება საფერავი და ტრადიციულად ქვევრში დაყენებული რქაწითელი. ამ ღვინოებში ტანინების მაღალი შემცველობა გუდის ყველის მარილიან გემოსა და მკვეთრ არომატს ანეიტრალებს. ქინძმარაული და ხვანჭკარა კარგად ეხამება  მესხურ  ტენილ ყველს; სულგუნსა და იმერულ ყველს კი ისეთი მსუბუქი მშრალი ღვინოები უხდება, როგორებიცაა ციცქა-ცოლიკაური და „წინანდალი“; ფესტივალზე შესაძლებლობა გექნება, წარმოდგენილი პროდუქტების მრავალფეროვნებიდან თავად შექმნა და აღმოაჩინო ღვინისა და ყველის ახალი წყვილი.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა