ტბას გარშემო ალპური ტყე და ჭაობისთვის დამახასიათებელი მცენარეები აკრავს. სამანქანო გზის არარსებობის გამო, „შავი ტბა“ ერთ-ერთი ყველაზე მყუდრო და მოსახერხებელი ადგილია პიკნიკის, კემპინგისა და სათავგადასავლო ტურის მოყვარულებისთვის.
„შავ ტბასთან“ მისვლა ორი გზითაა შესაძლებელი: გოდერძის უღელტეხილი - მწვანე ტბა - ალმის იაილები - კილომეტრნახევრიანი ტყის მასივით ან სოფელ დანისპარაულიდან - დიდაჭარის იაილები - ალმის იაილები და ტყით გადასვლა დანიშნულების ადგილამდე.
ტბამდე მისასვლელი გზა ტყის მასივზე გადის, რომლის დაფარვა მაღალი გამავლობის ავტომობილებით არის შესაძლებელი. ამ გზის გავლა ნამდვილად ღირს - „შავი ტბის“ სახით შენს ტურისტულ რუკაზე კიდევ ერთი ულამაზესი ადგილი გაჩნდება.