KA
Shkhepi Fortress

შხეფის ციხე

შხეფის ციხის ისტორია ძველი ქართული სამეფოს - ეგრისის (ლაზიკის) დაარსებიდან იწყება, რომელიც I -VIII საუკუნეებში არსებობდა, თავად ციხის ყველაზე ადრეული სამშენებლო ფენა კი IV საუკუნის დასაწყისით თარიღდება. 
რეგიონი
სამეგრელო-ზემო სვანეთი
ქალაქი
სენაკი

სად მდებარეობს შხეფის ციხე?

შხეფის ციხესიმაგრე ქალაქ სენაკის მახლობლად მდებარეობს და მასთან მისასვლელი გზა საკმაოდ მარტივია, რომლის გავლასაც ნებისმიერი მსურველი შეძლებს. ამ ადგილიდან სენაკის პანორამული ხედები იშლება, გარემო კი მართლაც წარუშლელ შთაბეჭდილებებს ტოვებს. 

შხეფის ციხის ისტორიული წარსული

შხეფის ციხე მნიშვნელოვანი ნაგებობა იყო და გარკვეული დროის განმავლობაში დადიანთა საგვარეულო დინასტიის საცხოვრებელი რეზიდენციაც. დადიანების გვარი სამეგრელოს XII საუკუნის შუა წლებიდან მოყოლებული XIX საუკუნემდე მართავდა.

არსებობს შხეფის ციხის ნახატი, რომელიც ევროპელმა მოგზაურმა ფრედერიკ დიუბუა დე მონპერემ შეასრულა. მან საქართველოში 1832-34 წლებში იმოგზაურა.

ნაგებობა ბევრჯერ დაინგრა, თუმცა ის ასევე ბევრჯერ განაახლეს. ძეგლზე ოთხი სამშენებლო ფენა გამოიყოფა. მშენებლობის ტექნიკის მიხედვით კი შხეფის ციხე მოქმედი VI-XVIII საუკუნეებში ყოფილა.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა