KA
Tsalka Canyon Natural Monument

წალკის (დაშბაშის) კანიონი

ციცაბო კლდეებზე ვერცხლისფერ ფარდასავით „გადმოფენილი“ ბევრი წვრილი ჩანჩქერი ამ კანიონის მთავარი სანახაობაა, აქ მოხვედრა კი ყველას მარტივად შეუძლია.
რეგიონი
ქვემო ქართლი
ქალაქი
წალკა

წალკის (დაშბაშის) კანიონი ბუნების ძეგლია, რომელიც ალგეთის ეროვნულ პარკში მდებარეობს და ზამთარ-ზაფხულ ერთნაირად ლამაზი სანახავია.

სამხრეთ საქართველოში, წალკაში, მდინარე ხრამის ხეობაში, ზღვის დონიდან 1200-1500 მეტრზე, სოფელ დაშბაშის მიდამოებში, ლავურ მაღლობზე, ყველა სხვა კანიონისგან განსხვავებულ, ბიომრავალფეროვნებით გამორჩეულ ხეობას აღმოაჩენ. 

კანიონამდე ფეხით გასავლელი მანძილი მოკლეა, თავად ხეობის სიგრძე კი 8 კილომეტრს აღწევს. ამ გზაზე უამრავი საინტერესო მონაკვეთია მათთვის, ვისაც თავგადასავლები და ლაშქრობები უყვარს. 

წალკის (დაშბაშის) კანიონს ზაფხულის სეზონზე თვეში დაახლოებით 10 ათასი ვიზიტორი ჰყავს. 

ზაფხულში ამ ადგილებში ჰაერის საშუალო ტემპერატურა +16 გრადუსია, ზამთარში კი, როცა ტემპერატურა -6 გრადუსამდე ჩამოდის, ჩანჩქერი იყინება და ზღაპრულ სანახაობას ქმნის.

ბუნების ძეგლთან ყველაზე ახლომდებარე მსხვილი დასახლებული პუნქტია ქალაქი წალკა. აქედან სოფელ დაშბაშამდე 4 კმ-ია, სოფლის ცენტრიდან კანიონამდე კი - 0,5 კმ.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა