KA
Chapala fortress

ჭაპალის ციხე

ქვემო ქართლში, ბოლნისის მუნიციპალიტეტში, კლდოვანი ბორცვის თხემზე დიდებული ციხეა აგებული, რომელიც დანახვისთანავე მოგხიბლავს და საქართველოს ისტორიულ წარსულში გამოგზაურებს.
რეგიონი
ქვემო ქართლი
ქალაქი
ბოლნისი

ჭაპალის ციხის ისტორია

ჭაპალის ციხე ისტორიულ წყაროებში XVII საუკუნეში მოიხსენიება, თუმცა არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი ნივთები - მოჭიქული ჭურჭელი, ქვევრები, თონეები, მინის სამაჯურები, მოჭიქული კრამიტები და თიხის ჭურჭელი - XII-XIII საუკუნეებით თარიღდება.

არქეოლოგიური სამუშაოების შედეგად ასევე დადგინდა, რომ ამ საფორტიფიკაციო ნაგებობას თავისი საცხოვრებელი და სამეურნეო შენობებიც ჰქონდა.

ჭაპალის ციხის სტრუქტურა

ციხის მთავარი ნაწილი რამდენიმე მრგვალ კოშკს მოიცავს. 

ბორცვის თხემი კი მთლიანად მონოლითური გალავნითაა შემოზღუდული, რომელიც ზოგ მონაკვეთში 3 მეტრ სიმაღლესაც აღწევს. ციხე ტერასულია და სტრატეგიულად არის შერჩეული საბრძოლო და სასიგნალო კოშკების სიმაღლეები. ტერასებზე კი კლდეში გამოკვეთილი კიბეებით ადიხარ.

ციხის ტერიტორიაზე ასევე აღმოჩენილია წყლის 3 დიდი რეზერვუარი, ქვითა და აგურით ნაშენი აბანო, რომელშიც წყალი თიხის მილებით შედიოდა, მის გასწვრივ კი თონე და მარანი უნდა ყოფილიყო, რაც ნიშნავს, რომ ჭაპალის ციხეში საომარი მოქმედების დროს ხანგრძლივად ცხოვრებისთვის ყველანაირი პირობა იყო შექმნილი.

აღსანიშნავია, რომ ციხის ჩრდილოეთით და დასავლეთით ნასოფლარი და 3 ეკლესიის ნანგრევებია.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა